დაეხმარე საქართველოს — დაიცავი თავისუფლება

საქართველო: კრემლის
საინფორმაციო ომის წინა ხაზზე

იმისთვის, რომ ამ ომში არ დავმარცხდეთ, უნდა ვიმოქმედოთ.

საქართველოში რუსული ნარატივის მხარდაჭერა იზრდება — “ევრაზიული კავშირში” გაწევრიანების იდეას მოსახლეობის 31% იწონებს. იმ ხალხის წილი, ვინც თვლის, რომ საქართველომ ევროატლანტიკური მისწრაფება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სანაცვლოდ უნდა დათმოს 19%-დან 30%-მდეა გაზრდილი მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში.

გაზრდილია პრორუსული და რეაქციული პოლიტიკოსების მხარდაჭერა - მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს ძალები 2016 წლის არჩევნებზე ბარიერს გადალახავენ.

მოსკოვი მზადაა განუსაზღვრელი რესურსი დახარჯოს საკუთარი “სიმართლის” თავსმოსახვევად. ამიტომ, საჭიროა ახალი ინიციატივები, იმ მითების გასაფანტად, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება რეგიონში მხარდაჭერის გაზრდის მიზნით იყენებს და ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს თითქოს ჩვენი ხვედრი “ნაცრისფერ ზონად” ყოფნაა და არა ღია, შემწყნარებელ და თავისუფალ საზოგადოებად ჩამოყალიბება, რომელიც ცხოვრობს უსაფრთხოდ, აქვს მშვიდობა და კეთილდღეობა.

პუტინის პროპაგანდა
ძლიერდება

რუსეთ-უკრაინის ომმა ცხადყო, რომ კრემლი საინფორმაციო ომში გამარჯვებასაც ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც ფიზიკური ბრძოლის მოგებას. ის ჰეგემონიისთვის ბრძოლაში ბევრ იარაღს იყენებს, მაგრამ კარგად გათვლილი, მრავალ მილიარდიანი პროპაგანდის მანქანა კრიტიკული კომპონენტია. 

ამ ომის მიზანი იმგვარი ნარატივის შექმნაა, რაც გაამართლებს კრემლის დომინაციას რეგიონში, რომელსაც რუსეთი “უკანა ეზოდ”, მისი “გავლენის სფეროდ” განიხილავს - საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

2008 წელს, საქართველოსთან ომის შემდეგ, კრემლმა კომუნიკაციის სტრატეგია შეცვალა. ის აღარ ცდილობს რუსეთის პოზიტიურად წარმოჩენას და ნეგატიურ კამპანიას აწარმოებს, რომლის მიზანია დასავლეთის დემონიზება, ლიბერალური ღირებულებებისა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ შიშის, ან ნიჰილიზმის დამკვიდრება, იმის მიხედვით რა ტიპის პუბლიკაზე მუშაობს.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე დგას, მაშინ როცა დასავლური ღირებულებები მორალს უთხრის ძირს. “ლიბერალიზმი სამართლებრივ კოლაფსამდე, ხოლო შემდეგ აპოკალიფსამდე მიგვიყვანს” - კვერს უკრავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. მისი ექო სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში ისმის. 

პუტინის პროპაგანდა სხვადასხვა ჯგუფებზეა გათვლილი. ქსენოფობები და სხვა ჯგუფები კრემლს იმიგრანტების და ჰომოექსუალობის თემაზე უბამენ მხარს. ისინი ერთმორწმუნე რუსეთსა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვაზე აპელირებენ, იმ ღირებულებების, რომლებიც პოსტმოდერნულმა დასავლეთმა “დაივიწყა”. მემარცხენეებს ამერიკის ჰეგემონიასთან ბრძოლის საკითხი ხიბლავთ. 

იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პუტინისთვის საკუთარი “სიმართლის” გავრცელება, კრემლის მიერ უხვად დაფინანსებული RT (formerly Russia Today) მოწმობს, რომელსაც სხვა ტიპის მედია ინიციატივებსაც ახმარს.  ასეთია Sputnik-ი, რომელიც რადიო და ინტერნეტ საინფორმაციო პროდუქტს ამზადებს 34 ქვეყანაში და 30 ენაზე. Sputnik-მა ქსელი გასული ერთი წლის განმავლობაში მოიყვანა “საბრძოლო” მდგომარეობაში. 

გარდა მედიისა, მოსკოვი საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად საზოგადოებრივ აზრზე გავლენას სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობითაც ცდილობს - მართლმადიდებელი ეკლესია, კრემლის მიერ სხვადასხვა ფორმით დაფინანსებული ინტელქტუალები, რომლებიც თავს დამოუკიდებელ ექსპერტებად ასაღებენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ. 

ვიტაუტას ლანდსბერგისი ლიტვის პირველი ხელმძღვანელი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ
გაბრიელუს ლენდსბერგისი ევროპარლამენტარი, ლიტვის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი
ანდრიუს კუბილიუსი ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი
ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი, იეილის უნივერსიტეტის პროფესორი

თუ არ ვიმოქმედებთ დღეს,
ხვალ იქნება გვიან

“აქ და ახლა ბოროტება მაშინ გაიმარჯვებს,
თუ კარგი ხალხი უქმად იქნება.“
— ედმუნდ ბერკი

დაიცავი თავისუფლება ყველა რეგიონში ჩავა და ფაქტებს დაუპირისპირებს კრემლის პროპაგანდას დასავლეთის წინააღმდეგ. ამისთვის საჭირო იქნება:

— იმ მითების გაფანტვა, თითქოს დასავლეთი ქართულ იდენტობას და ტრადიციებს ასუსტებს.
— იმის ილუსტრირება, თუ რა ხელშესახები შედეგი ექნება ევროინტეგრაცის შედეგად ქართული საზოგადოებისთვის.
— პრაქტიკული და ტექნიკური რჩევები, როგორ ისარგებლონ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და როგორ აისახება ეს მათ ყოვლდღიუობაზე
— მოსახლეობასთან შეხვედრების ინტენსიური გაშუქება ტაბულას ეთერში.

დაიცავი თავისუფლება — კამპანიის ფარგლებში, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს თითოეულ რეგიონში შედგება ორი სამ დღიანი ვიზიტი. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა შეხვდეს და გაესაუბროს საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებს, მათთან განიხილოს ის პრობლემები, რასაც ყოველდღიურად აწყდება, მოისმინოს ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის სასარგებლოდ და გაიაზროს რა გავლენა ექნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მათ ცხოვრებაზე - ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური მიმართულებით.

კამპანიის ფარგლებში გაიმართება საჯარო დებატები, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები. ჩვენ ვითანამშრომლებთ ექსპერტებთან, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება იმ საერთაშორისო თუ სამთავრობო პროგრამებით სარგებლობაში, რომლებიც უკვე არსებობს, მაგრამ რიგითი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაციის ნაკლებობის, ანაც რთული პროცედურების გამო.

კამპანია 2015 წლის ოქტომბერში დაიწყება და ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება.

შემოუერთდით კამპანიას და ჩარიცხეთ თანხა პუტინის პროპაგანდის წინააღმდეგ.

Tabula Liberty Institute Georgian Review Tolerance and Diversity Institute
Baltic to Black Sea Alliance Georgia Georgia`s Reforms Associates Georgian Foundation for Strategic and International Studies ALPE
Economic Policy Research Center European Students for Liberty - Georgia Rustavi 2 Cooperation for Peace and Progress Formula Creative
Caucasus Institute for Peace Democracy and Development AlterVision Georgian Democracy Institute Georgian Institute for Strategic Studies

შემოგვიერთდით
თავისუფლების დასაცავად